|
2018-05-28 16:57:19, 804 ნახვა
რეგიონი
2019 წლისთვის აჭარას ჭვანას ტურისტული მარშრუტი შეემატება
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა შუახევში, ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს, იქ არებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და სერვისებს გაეცნენ. ულამაზესი ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში მოგზაურობისას ტურისტებს საშუალება აქვთ მოინახულონ ჭვანას ულამაზესი ჩანჩქერი, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდი და ოთოლთას ციხე. ასევე, ესტუმრნონ ადგილობრივებს, სადაც ნატურალური ხილის, თაფლისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეიძლება. ხეობაში ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც ფანდურების შეძენის გარდა, მასტერკლასებში მონაწილეობაც შეიძლება. ინფოტურის მონაწილეები, გარდა ზემოთ აღწერილი ტურისტული ადგილებისა ხეობის მუზეუმსა და წისქვილების სოფელს სტუმრობდნენ. ისინი შუახევის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და შუახევის ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. „ჭვანას ტურისტული მარშრუტი ახალია და მისი მარკირება 2019 წლისთვის იგეგმება. ეს არის მარტივი სათავგადასავლო მარშრუტი ულამაზეს ხეობაში, რომელიც მდიდარია ციხეებით, მდინარის პირას არსებული საპიკნიკე ადგილებით. აქ ბევრი ისეთი ადგილია, რასაც სხვაგან ვერ ნახავს ჩვენი ტურისტები. მაგალითად, სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაში მდებარეობს ჭვანას სავიზიტო ბარათი ხაბელაშვილების, 300 წლის ულამაზესი ხის თაღოვანი ხიდი. შემდეგი წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ამ ულამაზეს ხეობაში ტურისტული მარშრუტის მარკირებას, მასში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული სერვისების შეტანას,“ განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ წელს 4 ინფოტურს გაუწია ორგანიზება. წლის ბოლომდე, სააგენტო ჯამში 10 ინფოტურის ჩატარებას გეგმავს მთიანი აჭარის სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)