|
2018-05-25 20:00:20, 7687 ნახვა
Lifestyle
ჰარვი ვაინშტაინი სასამართლომ მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, სასამართლომ მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. BBC-ის ცნობით, ვაინშტაინს ორი ქალის გაუპატიურებაში, დანაშაულებრივ სექსუალურ აქტსა და სექსუალურ შევიწროვებაში ედება ბრალი. პროდიუსერი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს თავად ჩაბარდა. მას გირაოს თანხის გადახდის გარდა, ელექტრონული სამაჯურის ტარებაც მოუწევს. ვაინშტაინს ნიუ-იორკის დატოვება ეკრძალება. ცნობისთვის,პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია. ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი. 1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰოლივუდის მსახიობმა ეშლი ჯადმაც შეიტანა. ის ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)