03:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 17:29:24, 1341 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან ალექსიძე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი დასრულებულია

საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია.

ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუშაოები დაასრულა ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება.

,, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი მთლიანად დასრულებულია. დღეიდან უკვე საქართველოს მთავარ აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს საზეიმოდ გაფორმებული აეროპორტი დახვდებათ. სხვა საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად აქაც გამოვიყენეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო კონცეფცია,-განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics