|
2018-05-22 13:08:56, 8469 ნახვა
კულტურა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, სვანეთში გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური“ ჩატარდება
19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას "MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017". გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, და Magnum Photos. 2017 წელს ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება MAGNUM PHOTOS 70 წლის გახდა. ასევე 70 წელი შესრულდა MAGNUM PHOTOS დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. კაპას უნიკალური ფოტონამუშევრებიდან, 20 საქართველოში გადაღებული ფოტო თიბისი ბანკის კოლექციაშია დაცული. თიბისის დაფინანსებით ეროვნულმა მუზეუმმა, უნიკალური ფოტოების რესტავრაციასა და კონსერვაციას ფოტოსა და ქაღალდის მასალის რესტავრაციის ლაბორატორია დაუთმო. რობერტ კაპამ და ჯონ სტეინბეკმა საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს. მათი უპირველესი მიზანი იყო საბჭოთა სამყაროში მცხოვრები ადამიანების რეალური ყოფის, მათი ქცევისა და ცხოვრების წესის ასახვა. მოგზაურობის შედეგად შექმნილი მასალა მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის" ცხოვრების შესახებ გამოქვეყნდა „New York Herald Tribune"-სა და „Ladies Home Journal"-ში. ასევე გამოიცა ჯონ სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური", რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები. ამ გლობალური პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია MAGNUM PHOTOS მოქმედი პრეზიდენტის რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნეს – თომას დვორჟაკის და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, „Telegraph"-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველის, ჯულიუს სტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის "რუსული დღიურის" (1947) კვალდაკვალ, 70 წლის შემდეგ. 2017 წლის სექტემბერში, საქართველო იყო ახალი პროექტის "რუსული დღიურის კვალდაკვალ" ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენის პირველი მასპინძელი. პროექტის წარმდგენი იყო MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი. 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროექტის პრეზენტაციები ასევე გაიმართა ლონდონსა და ნიუ იორკში. ამჯერად, სვანეთის მუზეუმში გამოფენისას, დამთვარიებელს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში იხილოს 1947 წლის რობერტ კაპას და 2017 წელს თომას დვორჟაკის მოგზაურობის ფოტოები - საქართველოში მოგზაურობის ნაწილები.
(R)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)