16:33 - 20 Aug, 2026
|
2018-05-22 10:29:11, 787 ნახვა
რეგიონი
თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია. რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში, კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასის ჩამოსვლა რამდენჯერმე განმეორდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები, გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)