|
2018-05-17 15:59:33, 868 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ორ კლინიკაში არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით უფასო აქცია მიმდინარეობს
17 მაისს არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მაისის თვე ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა. მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. დღეს დილიდან, არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2] მიმდინარეობს. აქციის მინდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი გაეცნენ. სამედიცინო გასინჯვები ამავე პირველად ჯანდაცვის ცენტრში მომდევნო კვირის ხუთშაბათს განახლდება. ჰიპერტენზია ერთ-ერთი მარტივი სადიაგნოსტიკო კლინიკური მდგომარეობაა, მისი შეფასება, დიაგნოზის დასმა, სასტარტო მკურნალობის შერჩევა, მედიკამენტის დოზის განსაზღვრა და კომბინირებული სქემების შემუშავება - ექიმის პრეროგატივაა. ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია! მართე ჰიპერტენზია სწორი მკურნალობით ! #ჯანდაცვა2018 #მართეჰიპერტენზია
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)