|
2018-05-15 20:07:04, 3970 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების" ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები". ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას. ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ,,ოქროს ხანას" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე საქართველოს ეროვნულ არქივს საკუთარი კოლექციის ელექტრონულ ვერსიას გადასცემს და გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში სახელმწიფო ანსამბლის კონცერტების ვიზუალური მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს ეროვნული არქივის მრავალფეროვან ფოტოკოლექციას. ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)