21:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 22:26:32, 1466 ნახვა

საზოგადოება
„მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო“ - შს მინისტრი პარლამენტთან მივიდა

„თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს შეკითხვები, მე მზად ვარ რამდენიმ წუთში ვიყო აქციის მონაწილეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე და ყველა კითხვას გულწრფელად გავცეთ პასუხი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის უკვე ადგილზეა. იგი აქციის ორგანიზატორებს ხვდება.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს და გუშინ პოლიცია აკეთებდა და აკეთებს მაქსიმუმს რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი თანამოქალაქეების.  თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს შეკითხვები, მე მზად ვარ რამდენიმ წუთში ვიყო აქციის მონაწილეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე და ყველა კითხვას გულწრფელად გავცეთ პასუხი. რამეთუ, ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეკრებილია პარლამენტის წინ და ვთხოვო მათ, მიეცით საშუალება პოლიციას შეასრულონ თავისი უფლებამოსილება.  იმ კითხვებზე რომლებიც თქვენ დაგიგროვდათ, მე მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ამ შეკითხვებს პასუხი“, - განაცხადა გახარიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics