21:26 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 22:13:21, 1587 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს, შეარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული.

სპეცრაზმელებს ხელკეტები, ფარები, ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა იარაღებით აქვთ, რომლის გამოყენებითაც, როგორც წესი, აქციების დაშლა ხორციელდება. ასევე ადგილზე წყლის ჭავლის ორი მანქანაა მიყვანილი. ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა დამატებით რამდენიმე ავტობუსი განალაგეს.

ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  9 აპრილის მემორიალთან, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს, კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ მისვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევფს. კონტრაქცია მიმდინარეობს როგორც თავისუფლების მოედნის, ისე კინო რუსთაველის  მხრიდან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics