|
2018-05-11 17:29:06, 1525 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ უკვე ღირშესანიშნავი კვალი დატოვა უახლეს ისტორიაში
ჩვენ ვართ ძალა რომელმაც 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის რიგით მეხუთე ყრილობაზე განაცხადა. კალაძემ, ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას მონაწილეობისთვის, ხოლო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას ვუხდი მთელ ქართველ საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი- თავისუფლება. ამ სულისკვეთების, ამ შემართების და ადამიანური თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა მაგრამ მან უკვე ღირშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია. არჩევნების გზით ჩვენ ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება - ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე, გასული ორი წლის განმავლობაში, გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები პარტიის გასაძლიერებლად. „გაძლიერდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები, განხორციელებულმა ცვლილებებმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს საარჩევნო წარმატებაში 2016 და 2017 წლებში. თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე ჩვენი პარტია აგრძელებს მათზე ზრუნვას ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)