|
2018-05-11 15:51:23, 3023 ნახვა
კულტურა
11 და 12 მაისს, ლუკ ბაიოს და დომინიკ გრუნბულის პერფორმანსი „არაფრის გარეშე“
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 11 და 12 მაისს, "კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა" წამორგიდგენთ ლუკ ბაიოს და დომინიკ გრუნბულის პერფორმანსს "არაფრის გარეშე". თამაშის მიმართ გულწრფელი ტკბობითა და თვითირონიით აღჭურვილი ორი ხმა, ჯერ საკუთარ კონცეფციას წარადგენს და შემდეგ მათი სხეულებიც შემოგვიერთდება. ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი, თითქოს არაფრისგან, ქმნიან შთამბეჭდავ და მეგალომანიურ შოუს, რომელიც სხეულებს აგიზანზარებთ - თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან წარუმატებლობისთვისაც. ის თემები, რომელსაც ეს ორი მოცეკვავე ამ კომპაქტურ და შეთავსებულ პერფორმანსში ეხებიან, მათი ბიოგრაფიებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს თანამედროვე ცეკვაში: წარმატების რეცეპტები, შიშველი კანი როგორც საპროექციო სივრცე ყველანაირი ფორმისათვის და ჭა - ეს თეატრის ის ნაცადი ელემენტებია რომლებიც ქორეოგრაფიულად არის გაერთიანებული და რომელიც შემოქმედებითი დარგების საზღვრებს და არტისტული ექსპრესიის ფორმებს სცდება.
თარიღი: 11, 12 მაისი დრო: 20:00 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 19, შოთა რუსთაველის გამზირი
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)