15:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 11:25:33, 909 ნახვა

რეგიონი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: სოფელ ნიქოზთან მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხნულების გავლების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ ყურადღებით შეისწავლეს მიმდინარე აქტივობები და ნიქოზის მახლობლად გაძლიერებულ პატრულირებას აწარმოებენ.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მაისში გავლებული ზოგიერთი ხნული ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს. მისია გააგრძელებს დაკვირვებას, აღბეჭდვასა და მოხსენებას მიმდინარე ყველა ქმედებაზე, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებასა და სტაბილურობას ხელს უშლის.

მისია აღნიშნავს, რომ სიტუაციის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, 15 მაისს მიიღებენ“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics