|
2018-05-10 17:08:41, 827 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობასა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი-ტა“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი-ტა“-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბულისკერია ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)