21:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 15:03:36, 1668 ნახვა

კომენტარი
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური: 3 წლის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი

ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს, ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე სოსლან კაკაბაძის ლიბიის საპატიმროში ყოფნის პერიოდზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იქ კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.

„სამი წლის განმავლობაში სამი ციხე მოვიარე, სხვადასხვა ციხეში გადავყავდი. გვატყუებდნენ, გვეუბნებოდნენ ამ ციხეში თუ გადახვალ გაგათავისუფლებთო. ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ბრალდება იყო, რომ ჩვენ თითქოს ნავთობი იტალიაში უკანონოდ გადაგვქონდა. საქართველოს მთავრობისა და უნგრეთის სახელმწიფოს ძალისხმევით ჩემი სასამართლო შედგა და გაგვათავისუფლეს",- განაცხადა სოსლან კაკაბაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უწყება სოსლან კაკაბაძის მიმართ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან ლიბიაში იყო დაკავებული, სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics