15:47 - 20 Aug, 2026
|
2018-05-06 18:52:12, 1032 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა
დავით სერგეენკო ხონის საპატიო მოქალაქე გახდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა. მან მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა. დავით სერგეენკო წარდგენილ კანდიდატებს შორის „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა. მასთან ერთად ტიტული განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად. გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)