11:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 16:52:27, 2376 ნახვა

მსოფლიო
ჰასან როუჰანი დონალდ ტრამპს აფრთხილებს

აშშ ინანებს, თუ „ბირთვულ შეთანხმებას“ დატოვებს, – ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო გამოვლისას გააკეთა.

მისი თქმით, თეირანი ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ მზადაა.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული გეგმა, რომლითაც ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუპასუხებთ. თუ აშშ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას, ის ისე ინანებს, როგორც არასდროს. ეს ისტორიული სინანული იქნება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

რუჰანის თქმით, მან უკვე მისცა შესაბამისი მითითებები ირანის ატომურ სააგენტოს, რომელთა შესრულება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ვაშინგტონში „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა და მას „არანორმალური“ უწოდა. 
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics