21:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 22:34:38, 1764 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლა სწორი და კარგი ნაბიჯია

ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე გეტყვით - ვფიქრობ, რომ ეს სწორი და კარგი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გახდა ის საკითხი, რომელსაც ქვეყანას „აძახებენ“

"მე ცოტა ხნის წინ ამის თაობაზე მქონდა ინტერვიუ და ვთქვი, რომ როდესაც დაიდო „ფრიდომ ჰაუსი“ და სახელმწიფო დეპარტამენტი და როდესაც ნეგატიური ანგარიში იყო და არაფორმალური მმართველობა ფიგურირებდა, მაშინ ძალიან მარტივად ვთქვი, რომ რით ვერ ჩამოაყალიბეს ექვსი თუ ხუთი წლის განმავლობაში მესიჯი - არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, თუ არ არის?! იმიტომ კი არა, რომ არის, თუ არა - ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ეს ეს ქვეყნისთვის გახდა რაღაც ისეთი თემა, რომელსაც ქვეყანას აძახებენ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე კარგია, რომ დაბრუნდა და ეს საკითხი მოიხსნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics