14:43 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 13:16:23, 1608 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულ დირექტორს, სკოტ დოუსონს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო და კერძო სექტორში ბანკის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. პრეზიდენტ ნაკაოსთან და ბანკის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მეტი განვითარების მიზნით", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, ასევე, ხაზი გაესვა, რომ ბანკის მიერ ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამოყოფილი თანხები, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და  სიღარიბის დაძლევის დაჩქარებას, რაც მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics