|
2018-04-26 21:43:00, 37730 ნახვა
სპეციალური ანონსი
27 აპრილის ანონსი
27 აპრილს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯუხრაძე და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გუბში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ. 27 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 27 აპრილს, 12:00 საათზე, საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკის ცენტრის საქართველოს წარმომადგნლობა სასტუმრო „რუმსში“ გამართავს სამი წიგნის პრეზენტაციას: შრომის კოდექსის კომენტარები, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები, პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების კრებული. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან მთავრობის წევრები, პარლამენტარები, პროფკავშირის ლიდერები. 27 აპრილს, 12:00 საათზე, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) თავმჯდომარე ფადი ასლის და მის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საუბრის მთავარი თემა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები იქნება. 27 აპრილს, 12:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. 27 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეხვდებიან. 27 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, სააპელაციო სასამართლოს შენობასთან აქციას გამართავენ დავით როსტომაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ. აქციას შეუერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები “უფლებადამცველთა ასოციაცია“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“. 27 აპრილს, 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ქართველი ხელოვანის, ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენა „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნება.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)