15:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 16:16:03, 1616 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე ივანიშვილის დაბრუნებაზე: ასე დაემართა თავის დროზე კომუნისტებს - ეს იყო პიროვნებაზე ჩამოკიდებული პარტია

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართული ოცნებაში" არსებულ კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდება. 

როგორც ხმალაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდში შემავალი ყველა პოლიტიკოსისთვის უდავო ავტორიტეტია.  

"ქართულ ოცნებაში" რეალური გამაერთიანებელი, არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. საერთო იდეალოგია, საერთო ამოცანები, საერთო ხედვები ამ პარტიაში არ იყო და ვერც დღემდე ჩამოყალიბდა. შესაბამისად დღეს გამაერთიანებელი იდეა როცა ვერ ყალიბდება, მაშინ ასეთი პარტია, რჩება პარტიად მანამ სანამ მის ხელში არის ხელისუფლება. ასე დაემართა თავის დროზე კომუნისტებს, მოქალაქეთა კავშირს, აღორძინების კავშირსაც. ეს იყო პიროვნებაზე ჩამოკიდებული პარტია და ასეთივე ვითარება არის შექმნილი ახლა "ქართულ ოცნებაში". ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება მოსპობს იქ სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ბრძოლას პირველობისთვის და პარტიის მართვის სადავეების ხელში აღებისთვის. რადგან მათთვის როგორც ერთისთვის ისე სხვა ჯგუფებისთვის, რომელიც პარტიასი არსებობენ, ივანიშვილი არის უდავო ავტორიტეტი. სწორედ ეს არის მისი დაბრუნების მიზეზი", - განაცხადა ხმალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics