|
2018-04-26 15:52:34, 870 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ გაიხსნა
შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“-ს ბაზაზე სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. სამინისტროს ცნობით, სოციალურ საწარმოში 12 ბენეფიციარი დასაქმდება. 2 მზარეული, შრომითი თერაპიის ინსტრუქტორი და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, ხოლო დამხმარე პოზიციებს ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები დაიკავებს. საწარმოში ბენეფიციარების ჩართულობით პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული მომზადდება. საწარმოს მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც ყოველდღიურად 200-მდე ბენეფიციარს უზრუნველყოფს კვებით, შესაბამისად, საწარმოში დამზადებული პურ-ფუნთუშეულის შეძენას და სტაციონარში შეტანას სწორედ აღნიშნული კლინიკა გეგმავს. საწარმოსთვის შპს „ჰელს ქეარ გრუპმა“, (საავადმყოფოს 100% წილის მფლობელი) კლინიკის ტერიტორიზე გაარემონტა და ა(ა)პი-ს „ადამიანები მოქმედებაში“ მემორანდუმით უსასყიდლოდ გადასცა 55კვ. მ ფართი. სოციალური საწარმო ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სტიგმის დამარცხების მიზნით საგრანტო პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ „იდეების კონკურსში“ მიღებული გრანტით (8 000 ევრო) საწარმო შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის თანადაფინანსებით საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთების შეძენა მოხდა. სოციალური საწარმო მიზანია ფსიქიკური სერვისების მიმღები ქალბატონების დასაქმება, მათი რესოციალიზაცია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)