12:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 11:01:58, 1837 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ მაღალი საერთაშორისო შეფასება მიიღო

ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ გამოქვეყნდა მიმდინარე წლის გამგეობის სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც ორგანიზაცია აჯამებს PostEurop-ის მენეჯმენტის სტრატეგიას და საბჭოს სხდომის შედეგებს მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს საერთაშორისო ბიუროზე განხილულ საკითხებზე.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოქვეყნებულია PostEurop-ის გენერალური მდივნის ბოტონდ სებენის მიერ საქართველოს ფოსტის შეფასება - „გასულ თვეს ვესტუმრე საქართველოს ფოსტას და მინდა ავღნიშნო მათი განვითარების მაჩვენებლები, რომელიც საკმაოდ მაღალია. კომპანიის პროგრესი შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, რაც გამოიხატება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებების მიმართულებით. საქართველოს ფოსტამ უმოკლეს დროში მოახერხა დაენერგა ევროპული საფოსტო სტანდარტები და მათთან შესაბამისობაში მოეყვანა მთლიანი სამუშაო პროცესი. ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის მიერ PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომის, მისი დაარსებიდან 25-ე წლის აღსანიშნავი ღონისძიების და ბიზნეს ფორუმის ორგანიზებისათვის გატარებული მოსამზადებელი სამუშაოები. მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუგზარ ბრეგვაძეს, რადგან ისინი პირადად არიან ჩართული საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაში. აღნიშნული ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისათვის და დარწმუნებული ვარ საქართველოს ფოსტა შესანიშნავად გაართმევს თავს მათ ორგანიზებას და იქნება საპატიო მასპინძელი.“

PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომა და დაარსებიდან საიუბილეო 25-ე წლის აღსანიშნავი ღონისძება თბილისში 2018 წლის 2-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირი ეწვევა. ამასთანავე საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით ჩატარდება ბიზნეს ფორუმი, რომელშიც საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული უცხოური და ადგილობრივი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics