13:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 17:45:55, 2066 ნახვა

პოლიტიკა
მარია ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიური შედეგების უკუქცევას ვერ გამოიწვევს. 

„რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მაგალითებად ზახაროვამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო მიმოსვლის განახლება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაასახელა.

ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, „თუმცა ამისთვის საჭიროა უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, რაზეც საქართველოს მთავრობა ჯერ უარს აცხადებს“.

მისივე განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეებად თავს არ თვლიან და არც სურთ, მიუხედავად ქართული მხარის გულუხვი დაპირებებისა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics