|
2018-04-22 15:26:08, 789 ნახვა
რეგიონი
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ექიმ-სპეციალისტების ჯგუფი: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ინფექციონისტი. დევნილებს სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ. პროგრამის მიმდინარეობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სულხან აბესაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)