13:36 - 20 Aug, 2026
|
2018-04-22 13:24:22, 743 ნახვა
რეგიონი
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, კერძოდ, გ-1-დან გ-8-მდე მონაკვეთებს; ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები. გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების - ნინოწმინდას, გიორგიწმინდას და ქ.საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)