14:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:21:53, 1508 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოვა

„ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  „ეთიკის კოდექსზე" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები იყო.

„ჩვენ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ. ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე.

ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დიდი ხნის წინ. იყო მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რომ ასეთი კოდექსი შემუშავდეს. მე არ ვთვლი, რომ არის რამე განსაკუთრებული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ჭირდება რაიმე განსაკუთრებული დოკუმენტის მიღება, თუმცა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს რაიმე სირთულეების პრევენცია, ასეთი ეთიკის კოდექსის მიღება მიზანშეუწონელი არ არის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics