07:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 22:31:28, 1930 ნახვა

სამართალი
პარლამენტმა ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

75 ხმით არც ერთის წინააღმდეგ- პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ეფექტიანი გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა ე.წ. “ქურდული სამყაროს” და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, ასევე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით,  სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება. დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება,  ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics