14:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 13:24:19, 1474 ნახვა

კომენტარი
როზარია პუგლისი: ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან ძლიერი, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე გვახსოვს

„ვფიქრობ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან ძლიერი, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე გვახსოვს. ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ნატო-ს დღეების ფარგლებში, რეგიონებში პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პუგლისმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან შეხვედრების მნიშვნელობას და მათთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს არ წამოადგენს.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს ენთუზიაზმი არ უნდა მივიღოთ როგორც თავისთავად არსებული ფაქტი და არ უნდა გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა, არამედ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ“, - განაცხადა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას როზარია პუგლისმა ხაზი გაუსვა გასულ წელს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტია დაგეგმილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics