13:31 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 22:06:13, 2086 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად ქორიძე: შეწყალების კომისია უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის სტანდარტი

პრეზიდენტის სასახლეში შეწყალების კომისიის წევრების, პრეზიდენტის მრჩევლებისა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის მონაწილეები შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო შეწყალების მექანიზმში არსებულ სტანდარტებს, რამდენად კარგია ისინი და სად, ან რა ფორმით საჭიროებს უფრო მაღალ დონეზე აყვანას.

"უნდა მოხდეს კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევაც კომისიაში, რომლებიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ კი ცვლილებებისთვის სივრცე არსებობს.

"გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავლებში. 

ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ამ შეხვედრის ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და პრეზიდენტი ღია იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics