05:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 18:44:50, 2313 ნახვა

სამართალი
ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, 3 ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. მათ კონფლიქტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. „რაც გააკეთეს ბელიაშვილზე მცხოვრებმა მამაკაცებმა, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მე და შავპერანგიანები ამაზე ბოდიშს არ ვიხდით. ჩვენც ჩავერევით, ჩვენც დავიცავთ ჩვენს ბავშვებს და ქალებს და გავცემთ პასუხს ნებისმიერ მიგრანტს, რომელიც არ დააფასებს დღის წესრიგს, რომელიც ამ ქვეყანაში საუკუნეებია არსებობს“, - განაცხადა ვიდეო მიმართვაში „ეროვნული ერთობის“ წარმომადგენელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics