11:24 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:09:50, 1051 ნახვა

სამხედრო
კონფლიქტის ანალიზისა და მართვის შესახებ ტრენინგი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „კონფლიქტის ანალიზი და კონფლიქტის“ მართვა დაიწყო.

კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში კონფლიქტის ანალიზისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ. ტრენინგის განმავლობაში საუბარი კოფლიქტების გამომწვევ მიზეზებს, ფაქტორებს, კონფლიქტის მართვისთვის საჭირო მექანიზმებს შეეხება; იმსჯელებენ მოლაპარაკებებისა და მედიატორის როლზეც.

კურსს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეები ესწრებიან. ტრენინგის მონაწილეები კონფლიქტის მართვის პროცესში ნატოსა და ევროკავშირშის მოქმედი დოქტრინებისა და ძირითადი გზავნილების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას.

კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics