|
2018-04-15 12:23:55, 822 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი სახლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ზურაბ პატარაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ. 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი - საკუთრების მფლობელი 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში მე-20 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებსაც შეხვდა. ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი", რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად, პროექტებს ახორციელებს. მხოლოდ 2017 წელს სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და გასავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)