|
2015-05-21 18:42:13, 4389 ნახვა
Lifestyle
მინისტრის თანაშემწე: ნიკანორ მელიამ მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანაშემწის ოთარ აბესაძის განცხადებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, მინისტრთან მშობლების შეხვედრაზე უმრავლესობას „თავისუფალი ზონისა“ და“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენდნენ. როგორც აბესაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იმ დროს, როცა შეკრებილების განათლების მინისტრთან ასაყვანად ჩავიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკანორ მელიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი ესე ვიტყვი მშობლებზე მეტი იყვნენ თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე სადაც ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანს და ნაც. მოძრაობის წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია მათ სურდათ "შოუ" და პროვოკაცია რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე ბ-ნი ნიკანორი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. (ყნოსვით მივხვდი ცხადია ამ პროვოკაციას არ წამოვეგე და ვიდეოს ბოლოში კობა სუბელიანს მივმართავ რომ თავის თანაპარტიელ ბ-ნ ნიკანორ მელიას ასწავლოს, რომ შეხვედრებზე ოპონენტს არ უნდა უჩქმიტოს. დანარჩენს დაწვრილებით დღეს 21:15 წუთზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ბატონ დავით აქუბარდიას გადაცემაში დეტალურად აღვწერ შეხვედრას და „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ პროვოკაციმინის“,-წერს ოთარ აბესაძე.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)