08:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 17:46:16, 2348 ნახვა

სხვადასხვა
ნინა სუბლატი: საქართველო საუკუნეებია იბრძვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი

 „ამაყი ვარ და საქართველოს გულის ძგერას ვგრძნობ, ვიცი ისინი რასაც გრძნობენ. ქართველები იბრძვიან, რომ იყვნენ თავისუფლები, ისინი იბრძვიან, რომ იყვნენ ევროპის ნაწილი. მე ძალიან ამაყი ვარ და ისინიც ძალიან ამაყი არიან“, - ამის შესახებ ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის შეკითხვაზე: "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა?"ქართველმა მომღერალმა უპასუხა:

"ხშირად მესმის კითხვა: რატომ "მებრძოლი", რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ, უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა", - განაცხადა ნინა სუბლატმა.

შეგახსენებთ, ნინა სუბლატი მსმენელის წინაშე საკონკურსო სიმღერით მებრძოლი (Warrior) მე-16 ნომრად წარდგა. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ფინალი კი 23 მაისს შედგება, სადაც 2015 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გამოვლინდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics