09:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:32:51, 1624 ნახვა

ეკონომიკა
Alibaba Group-ის შვილობილ კომპანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მისმა სსიპ-მა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „Alibaba"-ს შვილობილმა კომპანიამ „Fliggy Corporate" გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი.

დოკუმენტზე ხელმოწერა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული კომპანია წარმოადგენს „Alibaba"-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მოაწერა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას მათ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას.

„აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადების იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით", - განაცხადა გიორგი ჩერზიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics