03:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 12:14:18, 1900 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაში  ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ სცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ჯ. მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა.

„სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2018 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და  1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics