|
2015-05-21 12:55:49, 857 ნახვა
ეკონომიკა
გედევან ფოფხაძე: პრობლემებს არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არ დავაბრალებ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის, მოსაზრებით, საქართველოში ვალუტის გაუფასურება არც ეროვნული ბანკისა და არ მთავრობის ბრალი არაა. როგორც ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცადა, სადაც ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს ისმენენ, ლარის გაუფასურებით კუთხით, პრობლემები იბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, რაც მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. თუმცა, მისივე შეფასებით, პროცესზე გავლენა პოლიტიკური ოპოზიცის აბსოლუტურად არაადეკვატურმა რიტორიკამაც მოახდინა. ასევე, ფოფხაძის აზრით, მეტი კოორდინაციის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო. "მთელი ეს პერიოდი, რაც ლარის კურსის მერყეობა იყო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, ვისმენდით საყვედურებს და პრეტენზიებს და ისინი არანაირ ობიექტურ მიზეზებს არ ითვალისწინებდნენ.მიმაჩნია, თუ რამე ამძიმებდა დ კიდევ ურო კრიტიკულს ხდიდა ვითარებას, სწორედ ეს რიტორიკა იყო, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან ისმოდა. ერთგვარი თვითკმაყოფილი და ნასიამოვნები რიტორიკა და კმაყოფილი იმითი, რომ იზრდებოდა ლარის კურსი და უფასურდებოდა ხალხის შემოსავლები და უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხალხი, როგორც ჩანს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეს არის ერთადერთი გამოსავალი მათი პოლიტიკური რევანშის მოწყობის და მათ უხარიათ ხალხის და ქართული სახელმწიფოს ყველა პრობლემა.ამას უკვე შეჩვეულები ვართ, მაგრამ ჩვენ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, ძირითადი პრობლემები, რომლებიც იყო ობიექტური მიზეზებით და არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას ამ პრობლემებს ნამდვილად არ დავაბრალებ, რაგდან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, უკრაინის ომი თუ ჩვენი შიდა მიზეზითაა განპირობებული, მაშინ გამოდის, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკური ცენტრი; ასეთი ამბიცია მემგონი ჩვენ არ უნდა გვქონდეს და მიმაჩნია, რომ არ არის, მაგრამ ის სუბიექტური ნაწილი, რაც ალბათ ცოტა უფრო მეტი კრიტიკის საგანი უნდა იყოს, ალბათ გასათვალისწინებელია. ჩვენ გვაქვს რეალურად ცუდი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამასთან მიმართებაში ყველა ცოტა თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ რაღაცა უფრო მეტი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად დაზარალებულიყო",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)