|
2018-04-05 15:43:09, 827 ნახვა
რეგიონი
ყოლბაია: მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას
მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას- ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მიესალმება. ყოლბაიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტ მიმართულია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაღრმავებაზე. „მივესალმები ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ინტეგრაციისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენთვის უპირველესი პრობლემის, გადაწყვეტის გზა ურთიერთმიტევებაზე, თანაცხოვრების ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძვნებული ურთიერთობების აღდგენაზე, იდენტობის შენარჩუნება-განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევის გზების დასახვა-განხორციელებაზე გადის. საკანონმდებლო ინიციატივა ამ ისტორიული, სასიცოცხლოდ აუციელებელი ამოცანის გადაწყვეტის დაჩქარებას ემსახურება“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)