08:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 15:33:14, 2426 ნახვა

სხვადასხვა
მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ

მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიიღეს.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს "მცხეთის წყლის" აბონენტებს, რომლებიც მრიცხველით სარგებლობენ, წყლის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,10 ლარიდან 0,204 ლარამდე გაეზარდათ. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4.40 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე. აღნიშნული ტარიფები ძალაშია 2016 წლის 31 დეკემმბრის ჩათვლით. როგორც სემეკში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შპს "მცხეთის წყალს" წყლის ტარიფი სემეკ-მა დაუდგინა,

აქამდე ტარიფს კომპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტი უდგენდა. შეგახსენებთ, თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც" ითხოვდა, თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics