|
2018-03-28 11:02:33, 571 ნახვა
რეგიონი
უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ
აჭარის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები ტელესიუჟეტებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინაში პოპულარული ტელეარხების "1+1"-სა და "UA-First" გადამღები ჯგუფები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ჟურნალისტებმა უკვე გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჯეტებს, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის. ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს, რომელმაც ჟურნალისტებს 2018 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. ჟურნალისტები რეგიონს დღეს დატოვებენ. “გასულ წელს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს. წელს ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუაებების მეშვეობით. საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მიმართ და რათქმაუნდა მათ მიერ მომზადებული თითოეული სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა იწვევს ჩვენი პოტენციური ტურისტების დაინტერესებას აჭარითა და ზოგადად ჩვენი ქვეყნით. ამჯერად, უკრაინელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ. ბუნებრივია ისინი არიან ძალიან პოპულარული ტელეკომპანიების წარმომადგენლები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს მიაწოდონ სანდო და კარგად მომზადებული რეპორტაჟები. რათქმაუნდა, ჩვენ წლის ბოლომდე გავაგრძელებთ პრეს და ინფოტურიების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან”,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)