19:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 11:26:08, 1589 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მამა მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ შვილის ცხედრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება მისცეს. ასევე, ტატუნაშვილის  მამა მადლობას უხდის სრულიად საზოგადოებას თანადგომისთვის:

„მინდა, პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უღრმესი მადლობა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, რომ  ჩემი შვილის, ასე ვთქვათ,  უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარენ.მოგვცეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება.მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის“,-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე  არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics