10:23 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 10:55:08, 1017 ნახვა

რეგიონი
მდინარე ჩირუხის წყალში 13 წლის მოზარდს ეძებენ

მეორე დღეა სოფელ შუბანში ჩირუხის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაშველები, მდინარეში 13 წლის მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევა გუშინ დაახლებით 17 საათზე მოხდა. მოზარდი თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩაუგორდა და მას გადაყვა.

ადგილზე მუშაობენ შუახევის, ხულოს, ქედის ორ-ორი და ქ. ბათუმის ხუთი სახანძრო - სამაშველო ბრიგადა, სულ 60 -ამდე მაშველი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა.

შემთვევის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შშს შუახევის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები, მობილიზებულია სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის ბრიგადა

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics