|
2018-03-20 11:07:17, 720 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალში პუტინმა ხმების 92,8% მიიღო
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 500 ადამიანმა მიიღო, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საელჩოზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა ხმების 92,8% მიიღო. "2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით აქტივობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რადგან მონაწილეობა არჩევნებში 17.5 ათასმა ადამიანმა მიიღო", - აცხადებენ დე-ფაქტო საელჩოში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)