|
2018-03-19 15:56:46, 621 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი: აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად გავაკეთებთ მაქსიმალურს, რათა მივიღოთ მინიმალური ზარალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულიფურში ფერმერებთან შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისიწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მავნებელთან ბრძოლა მარტივი არ იქნება. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს მავნებლის გავრცელების რეგულირება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ყველა რესურსია მობილიზებული, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. გახსნილია საკოორდინაციო შტაბები, მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ე.წ. დამჭერის, ფერომონის განთავსება მოხდება. ფერმერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)