14:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:51:53, 1439 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს

გუდაურის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს დაზიანების შედეგად დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, იგი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

პაციენტს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა აღენიშნება. მის მოსანახულებლად კლინიკაში ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics