|
2015-05-19 10:01:05, 364 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. 2015 წელს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვის სამინისტრომ საგზაო რუკა შეიმუშავა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევს წარმოადგენს. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ წყლის და სატყეო სექტორის კანონმდებლობების დახვეწის შესახებ. ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ეს შეხვედრაც ამის მაგალითია. ჩვენ გვსურს და ვმუშაობთ იმაზე, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოახდინოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)