2018-03-16 13:47:23, 3184 ნახვა
სამართალი
შსს-მ გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ,