17:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 19:17:04, 379 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფება

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა ირანის საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო–ირანის საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს თანამშრომლობის გაცილებით დიდი პოტენციალი.

საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორივე შეხვედრის დროს გამოიხატა დიდი ენთუზიაზმი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მისი განცხადებით, საქართველო მზად არის, აქტიურად ითამაშრომლოს ირანის მხარესთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება,

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან, ეშაკ ჯაჰანგირისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომაში, რომელიც დასრულდება ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით. აღნიშნული სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოსა და ირანს შორის პირველად ტარდება.

ვიცე–პრემიერი ირანს 19 მაისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics