14:44 - 14 Jul, 2026
|
2018-03-14 17:36:05, 1908 ნახვა
საზოგადოება
უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
უწერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 3 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც დაიგო ასფალტის ახალი საფარი და კეთილმოეწყო ტროტუარები. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „ავჭალაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ახორციელებს“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. (NS)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)