|
2018-03-14 12:07:27, 753 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე 104 წლის ზექიე დავითაძეს სტუმრობდა
მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნაღვარევში, 104 წლის ზექიე დავითაძე ოჯახში მოინახულა და უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. უხუცესი ქალბატონი წარმოშობით, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღორჯომის ხეობის სოფელ ჭახაურიდანაა. მისივე თქმით ადრე გათხოვილა და დღესაც ინახავს თავისი მზითევიდან შემორჩენილ ფახირის გუგუმს ( სპილენძის წყლის ურჭელი).
104 წლის ქალბატონი ყოველი წლის ზაფხულში მერიაყელის მთაში მემთეურის დამხმარედ დადის და ოჯახის წევრებს ეხმარება საქმეში. საკუთარ ასაკთან შედარებით, უხუცესი ქალბატონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის და მხნედ გამოიყურება. ზექიე დავითაძეს 2 შვილი, 8 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და 2 შვითაშვილის შვილი ყავს. ,,ქალბატონ ზექიეს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების კარგად ყოფნა. ამასთანავე, ყველას ვუსურვებ, საუკუნეს გადააბიჯოს და ისევე მხნედ გამოიყურებოდეს, როგორც ქალბატონი ზექიე" - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)